გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების საკითხები და ინვესტორებისა და ბიზნესისთვის აქტუალური თემები განიხილეს

22-03-2024

საქართველოში ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის განვითარება, შუა დერეფნის მნიშვნელობა, კომერციული არბიტრაჟის გაძლიერება, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა იყო დღის წესრიგის ძირითადი თემები ინვესტორთა საბჭოს 22-ე სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა.


საბჭოს სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე ისაუბრა. პრემიერმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი გაძლიერების პროცესში ინვესტორებისა და ბიზნესის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია.


ინვესტორთა საბჭოში შემავალი წევრი ბიზნესასოციაციაციების და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბიზნესისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას და მასთან დაკავშირებულ რეფორმებს.


საბჭოს წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში ალკის ვრენიოს დრაკინოსმა.