გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ბულგარეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

22-03-2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.


გაცნობით შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.


მინისტრმა ბულგარეთის მხარეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობისა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობის საკითხებზე.


შეხვედრას ბულგარეთის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჰრისტო ნოჩევი დაესწრო.