22-03-2024
„ნაციონალური მოძრაობის" დროს, როდესაც არ იყო ვიზალიბერალიზაცია, 247 ათასმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა ისე, რომ უკან არ დაბრუნებულა. "ქართული ოცნების" პერიოდში, 5-ჯერ ნაკლები მოქალაქეა ქვეყნიდან გასული ეს არის 47 ათასი მოქალაქე", - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოუსმინეს.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქვეყანაში შემცირდა სიღარიბე და გაიზარდა სოციალური ბიუჯეტი. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივების მიზნით, აღნიშნული თემებით სპეკულირებს და ავრცელებს დეზინფორმაციას.
„ესენი არიან ფულზე გაყიდული, ფულზე დამოკიდებული უსამშობლო ადამიანები, რომელთაც არც შობადობა არც დემოგრაფია, არც ქვეყნის პერსპექტივა არ აინტერესებთ. სწყურიათ მხოლოდ სისხლი და ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი და სწორედ იმიტომ ერგებიან გარე ძალებს, რომ იმ გარე ძალებსაც არ აწყობს, რომ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების იცავს. საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რომ ასეთი ცრუპენტელების ტყუილი არ დაიჯეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ძალიან სახიფათო ველზე გავა ამათ ხელში", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.