გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე არასამთავრობოებზე: ალბათ უკვე ეს მესიჯი აქვთ - ვისაც გვინდა ვაფინანსებინებთ თავს, რაშიც გვინდა იმ მავნებლობაში ვიღებთ ფულს, ირიბი თუ პირდაპირი მუქარის შემცველ მესიჯებსაც გავახმოვანებთ და აბა, გაბედეთ და შეეხეთ ამ თემას

22-03-2024

ყველა ასეთი მესიჯი არის დავალებით, მუქარის ტონის ირიბი შემცველობაც დავალებით არის, ამაში ფულს იხდიან. მედიაც ააქტუალურებს ამ თემას და ცოტა მიკვირს, რომ ამ კამპანიაში „ნაცმოძრაობის“ მედიაც გამოირჩევა, რაღაცნაირად ნიშნისმოგებით საუბრობენ ბოლო დღეებში, პოლიტიკოსები მათ შორის, დაფინანსების თემაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებლის ნოდარ ხარშილაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, „ბიძინა ივანიშვილს, ოპოზიციის ასეთი დაქუცმაცებით შანსი აქვს, რომ ამჯერადაც გადარჩეს.“


მდინარაძის თქმით, მესამე სექტორის და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნიშნისმოგება დაფინანსებაზე საუბრისას და გამჭვირვალობაზე კითხვების დასმის ანტიდასავლურ კამპანიად გასაღება, გაუგებარია, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებმა ამ დრომდე არ იციან, რაში იხარჯება უცხოელი დონორების მიერ გამოყოფილი თანხები.


„ძალიან გასაკვირი და რთული ამოსაცნობი ტენდენციაა, ნიშნისმოგებით რატომ ააქტუალურებენ, ანუ, ვერ გაიტანეთ აგენტების შესახებ კანონი, შარშან ჩვენ რუსული დავარქვით და ახლა დაფინანსებაზე გეკითხებით და აბა, რას იზამთ? - რაღაც ასეთი ფონი ჩანს. ანუ, შარშან ამერიკულ კანონს რუსული დაარქვეს, წელს კითხვა დავსვით ამასთან დაკავშირებით და ანტიამერიკული კამპანია დაარქვეს და ამ დროს, საქართველოს მოქალაქემ ჯერ კიდევ არ იცის და წარმოდგენა არ აქვს, რაში მიდის დაფინანსებები. ერთია კარგი მხარე, ჩვენ ვიცით რომ მეგობარი და არამეგობარი ქვეყნებიდანაც სხვათა შორის, გახსოვთ რუბლებით დაფინანსების შემთხვევები და ა.შ. - დაფინანსება მიდის რაღაც მიმართულებით.


მეგობარი ქვეყნებიდან დაფინანსებები, რა თქმა უნდა, უამრავი კარგი და პოზიტიური მიმართულებით მიდის და კარგ საქმეს ხმარდება გარკვეული თანხა. მაგრამ ჩვენ ამომწურავი ინფორმაცია, ის რაც დამალულია და დიდი პროცენტი დამალულია რას ხმარდება, მათი ნიშნისმოგება და ასეთი ტონი, რომ დაფინანსებაზე ცოტა აგდებულად ლაპარაკობენ და ანტიამერიკული კამპანია დაარქვეს კითხვის დასმას“ - აღნიშნა მდინარაძემ.


მისივე განცხადებით, შესაძლოა, არასამთავრობოებს ახალი გზავნილი აქვთ, რომლის თანახმად, არავის შეუძლია შეეხოს დაფინანსების თემას, რაც მდინარაძის შეფასებით, „საშიშ თამაშში შესვლაა.“


„დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით მსოფლიოში ყველაზე მეტი პრეტენზიები აქვთ ქვეყნებს და მათთან დაკავშირებულ თუ მათი დონორი ორგანიზაციების შესახებ დასმულ კითხვებს ანტი დასავლურ კამპანიას არქმევენ და ეს ნიშნისმოგების კამპანია ცოტა უცნაურად ჩანს. ალბათ უკვე ეს მესიჯი აქვთ: აგერ ჩვენ ვისაც გვინდა ვაფინანსებინებთ თავს, მოქალაქეები აზრზე არ არიან, რაშიც გვინდა იმ მავნებლობაში ვიღებთ ფულს, მერე ირიბი თუ პირდაპირი მუქარის შემცველ მესიჯებსაც გავახმოვანებთ და აბა ერთი გაბედეთ და შეეხეთ ამ თემას. ლგბტ პროპაგანდის მხარდამჭერ სამდღიან სემინარს დავაფინანსებთ და აბა ერთი გაბედეთ და მოიკითხეთ საიდან დაფინანსდა. თვითონ თქვეს, დააფინანსა გაეროს განვითარების ფონდმა და ეს იყო ანტირუსული კამპანიის დაფინანსებაო, გაეროს განვითარების ფონდმა სხვა რამე თქვა - უფლებებს შეეხებოდაო. სინამდვილეში, ჟურნალისტებისგან წინასწარ ინფორმაცია მესამე ვერსიასთან დაკავშირებული იყო, რომ შეეხებოდა ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერას და მათი მესიჯია, აბა ერთ გაბედეთ და იკითხეთ, საიდან ფინანსდება ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერა. ძალიან საშიშ თამაშში შემოდიან, მე ყველას ვაფრთხილებ ნუ შემოდიან ასეთ თამაშში, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ისე კარგად განსჯის ყველაფერს, რომ არ დასჭირდება ამას პოლემიკა პარლამენტში და თავის შედეგებს, მათ შორის, არჩევნებზე მიიღებენ ამასთან დაკავშირებით“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.