გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მთავრობის ახალი დადგენილება

3-10-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დავალებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და მათთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებასთან დაკავშირებით, არა ერთ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტზე მუშაობს.


სამსახურმა, ვეტერანებისა და მათი შვილებისათვის, საგანმანათლებლო სფეროში საშეღავათო სისტემის გასაუმჯობესებლად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა ინიციატივით მიმართა. უწყებისა და სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს მთავრობამ, 2018 წლის 11 სექტემბერს, გამოსცა N461 დადგენილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილებთან ერთად, 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა მაგისტრანტი შვილების სწავლის საფასურსაც სახელმწიფო დაფარავს; ხოლო N463 დადგენილებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანებისა და მათი შვილების საბაკალავრო სწავლების ხარჯებს, სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას, რათა განათლების სფეროში შეღავათები გავრცელდეს ვეტერანთა უფრო ფართო წრეზე და ეტაპობრივად, ყველა ვეტერანის ოჯახი მოიცვას.


‘’ვეტერანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საქართველოს მთავრობაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, განსახილველად, წინადადებათა მოცულობითი პაკეტი წარვადგინეთ, რათა საკანონმდებლო ბაზა, მათთვის უფრო მოქნილი და ქმედითი გახდეს. ასევე, მიმდინარეობს კონსულტაციები ცალკეულ სამინისტროებთანაც. ჩვენი ინიციატივა იყო, ვეტერანთა შვილებისთვის, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება; ამ ეტაპზე, ამ შედეგს მივაღწიეთ, თუმცა, მუშაობა ინტენსიურად გრძელდება და იმედი გვაქვს, ეტაპობრივად, მეტს შევძლებთ. ჩვენი სამსახური, ამისთვის, მცდელობას არ დააკლებს’’_განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ხურციძემ.