გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ათას პოლიტიკურ „ლეიბზე" გორაობას გამოვლილ პოლიტიკოსს" ყაველაშვილს „მოღალატეობას" რომ დააბრალებს, ჩვენს მეხსიერებაში მასზე „საარქივო ფაილები" წაშლილი ხომ არ გონია?

22-03-2024

„ქართული ფეხბურთის გუშინდელი გამარჯვებაც რომ დღევანდელ კოშმარადაც ვერ მოუნელებიათ, იქიდანაც ჩანს ყაველაშვილს „ფეხბურთელობას" რომ დაუწუნებ მისი „დამცირებისა" თუ „შეურაცხყოფის" ნიშნად," - ასე უპასუხა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა პარლამენტში დღეს მომხდარ ინციდენტს, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთ ლიდერს მიხეილ ყაველაშვილს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართეს.


„მიხეილ ყაველაშვილს ჩემგან დაცვა არ სჭირდება, მხოლოდ თანადგომა და მხარდაჭერა ისეთ პერსონაჟებთან არაჰიგიენური გადაკვეთისას, რომლებიც ერთი ხელით როზა ლუქსემბურგის და კლარა ცეტკინის ფემინიზმს აწვებიან "ღირსების ორდენოსან" პატარაიასთან ერთად, მეორე ხელით კი, ნებისმიერ შეპასუხებას შეიძლება „ქალობაზე" თავდასხმის შეფასება მისცენ. ქართული ფეხბურთის გუშინდელი გამარჯვებაც რომ დღევანდელ კოშმარადაც ვერ მოუნელებიათ, იქიდანაც ჩანს ყაველაშვილს „ფეხბურთელობას" რომ დაუწუნებ მისი „დამცირებისა" თუ „შეურაცხყოფის" ნიშნად.


ათას პოლიტიკურ „ლეიბზე" გორაობას გამოვლილი "პოლიტიკოსი" ყაველაშვილს „მოღალატეობას" რომ დააბრალებს, ჩვენს მეხსიერებაში მასზე „საარქივო ფაილები" წაშლილი ხომ არ გონია? ან სათავისოდ „მწიგნობართუხუცესის" პოზიცია საიდან მოირგო, ყაველაშვილის „უწიგნურობაზე" რომ გვესაუბრება? „უწიგნურ სპორტსმენებზე" ზოგადად აქვს გართულება, თუ უმძიმესი პირადი გამოცდილება ალაპარაკებს?" - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.