გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა,  აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა პატივსაცემად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

27-09-2018

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, შალვა კერესელიძემ,  ომის ვეტერანებთან და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

 

„დღევანდელი ტრაგიკული თარიღი კიდევ ერთხელ გვახსენებს ომს, რომელსაც 30 ათასამდე ქართველი შეეწირა.  250 ათასამდე მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. ჩვენ უნდა შევძლოთ მშვიობიანი გზით აფხაზეთის დაბრუნება და ქვეყნის გამთლიანება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის და განსაკუთრებულად იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დღეს საკუთარ სახლში დაბრუნების საშუალებას ოკუპანტები არ აძლევენ“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.