გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„დედამიწის საათის“ აღნიშვნის ფარგლებში, მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

23-03-2024

23 მარტს გარემოსდაცვითი ღონისძიება „დედამიწის საათი" აღინიშნება, რომლის მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.


გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის მიერ ელექტროენერგიის გამოყენებაზე ერთი საათით უარის თქმას გულისხმობს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტრადიციულად, წელსაც უერთდება და ცდილობს მასში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს. წელს, „დედამიწის საათის“ ღონისძიება მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააერთიანოს პლანეტის დასაცავად.


„დედამიწის საათის“ ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარდათ. ახალგაზრდებს გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობაზე   გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი ესაუბრა. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია „დედამიწის საათის“ ღონისძიების მნიშვნელობისა და კლიმატის ცვლილების შესახებ.