გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ახალგაზრდულ პოლიტიკას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ

23-03-2024

გვინდა, რომ წელსვე დაინერგოს ეს სტაჟირების პროგრამა, რომელიც მისცემს კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს იმის საშუალებას, რომ თავიდანვე მარტივად ჩაერთონ პროფესიულ ცხოვრებაში როგორც საჯარო დაწესებულებებში, ასევე კერძო სტრუქტურებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ამ ინიციატივის მთავარი არსი და მიზანი.


„გვინდა, რომ თქვენთან ერთად განვიხილოთ კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამა, რასთან დაკავშირებითაც თავის დროზე პარლამენტმა მიიღო კანონი, შემდეგ საქართველოს მთავრობის სხდომაზე ამასთან დაკავშირებით გვქონდა ჩვენ განცხადება. გვინდა, რომ წელსვე დაინერგოს ეს სტაჟირების პროგრამა, რომელიც მისცემს კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს იმის საშუალებას, რომ თავიდანვე მარტივად ჩაერთონ პროფესიულ ცხოვრებაში როგორც საჯარო დაწესებულებებში, ასევე კერძო სტრუქტურებში. ეს არის ამ ინიციატივის მთავარი არსი და მიზანი. ზოგადად, ახალგაზრდულ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ. ამასთან დაკავშირებით განათლების მინისტრს ჰქონდა პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ. გვაქვს როგორ მოკლევადიანი გეგმები, ასევე გრძელვადიანი გეგმების მონახაზი. ჩვენ გვექნება 4-წლიანი სამთავრობო პროგრამა წარდგენილი შემოდგომაზე და იქ კიდევ უფრო მეტს ვისაუბრებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ ზოგადად ახალგაზრდული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, აქ განათლებას უნდა დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება, სპორტს, სხვა მომიჯნავე საკითხებს. ბევრი რამის გამოსწორება, გაუმჯობესება შეიძლება და ეს იქნება ჩვენი საშუალოვადიანი გეგმების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.


რაც შეეხება უშუალოდ კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამას. დღეს ბატონი მინისტრი წარმოადგენს პრეზენტაციას. ჩვენ შეგნებულად არ მივეცით ამ პროგრამას საბოლოო სახე, გვაქვს მონახაზი, ჩვენი წინადადებები, ჩვენი შეთავაზებები, მათ შორის, ალტერნატიული ვარიანტები და გვინდა თქვენთან ერთად დავამუშაოთ და მივცეთ საბოლოო სახე ამ პროგრამას. ზოგადად, ჩართულობა არის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ყველა გადაწყვეტილება იქნას სწორად მიღებული. როგორი კარგიც არ უნდა იყოს მიზანი, თუ არ არის კარგად გავლილი შესაბამის წრეებთან, მოქალაქეებთან, შესაბამისი დარგის წარმომადგენლებთან, ამ შემთხვევაში თქვენთან, სტუდენტებთან, რა თქმა უნდა, შეიძლება ხარვეზები გაგვეპაროს. ამიტომ გვინდა, რომ მაქსიმალურად დახვეწილი იყოს ის პროგრამა, რომელსაც შევიმუშავებთ, დავამუშავებთ თქვენთან ერთად. დღეს გვაქვს პირველი შეხვედრა თქვენთან, სტუდენტებთან, ამის შემდეგ გვინდა კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებთანაც გავმართოთ ანალოგიური შეხვედრა, ასევე რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და ამის შემდეგ უკვე იმედი გვაქვს, რომ მივცემთ საბოლოო დახვეწილ სახეს იმ პროგრამას, რომელიც უნდა ამოქმედდეს უკვე შემოდგომიდან", - განაცხადა პრემიერმა.