გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: ევროკავშირი ჩვენთვის არის ღირებულებები და სამწუხაროდ ადეიშვილის ვიზიტები კაბინეტებში ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირის ღირებულებებს

23-03-2024

ეს არ არის ევროკავშირის საკითხი, ევროკავშირის პრობლემა. როცა იგივე ადეიშვილი დადის ევროკავშირის კაბინეტებში, ეს არ არის ევროკავშირის პრობლემა. ევროკავშირი ჩვენთვის არის ღირებულებები და სამწუხაროდ ადეიშვილის ვიზიტები კაბინეტებში ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირის ღირებულებებს. იგივე განცხადებები ე.წ. „ვეთინგთან" დაკავშირებით ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირის ღირებულებებს. ამიტომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ევროკავშირი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით თუ არგუმენტები იქნება, ხელისუფლება მოისმენს. მისივე თქმით, ყველამ უნდა წარმოადგინოს არგუმენტები, როდესაც რაღაცას ითხოვს.


„თუ იქნება არგუმენტები, მოვისმენთ. რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციებისთვის სრული ღიაობა, მაგრამ როცა ჩვენ გვაქვს არგუმენტები, მეორე მხრიდანაც ველოდებით არგუმენტებს, ეს არის სწორედ ევროკავშირის ღირებულება. არგუმენტები არ არის, ყველამ უნდა წარმოადგინოს არგუმენტები, როდესაც რაღაცას ითხოვს,"- განაცხადა პრემიერმა.