გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ინტერესებშია, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით

23-03-2024

ოპოზიციის ინტერესებშია, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ჩაგდებულ რეზოლუციას ეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ამიტომ არის ასეთი ნაბიჯები გადადგმული მათი მხრიდან.


„უკვე 2 წელია ეს ადამიანები ლობირებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე არავის არ გვიკვირს, რომ ეს ანტილობიზმი გრძელდება. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ინტერესებშია, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით და ამიტომ არის ასეთი ნაბიჯები გადადგმული მათი მხრიდან. ეს არის უბრალოდ ამ ყველაფრის ერთი მორიგი გამოხატულება", - აღნიშნა პრემიერმა.