გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

24-03-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს.


დანაშაული 10 -დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქობულეთში, ნაცნობს - 1993 წელს დაბადებულ თ.გ. - ს მათ შორის არსებული უთანხოების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ლ.გ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.