გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ წიაღს იმიტომ კი არ გამოეყო, რომ მმართველი პარტიის კურსთან რაიმე გადაულახავი წინააღმდეგობა აქვს, არამედ პოლიტიკურ ველზე საკუთარი, აქამდე უცხო „თამაშის წესების“ შემოგვეღო

24-03-2024

„ხალხის ძალას“ მიუძღვნის ლომის წილი საქართველოსთვის „მილიტარისტული ღრუბლის“ თავიდან აცილების საქმეში. „ხალხის ძალას“ ეკუთვნის ქვეყანაში აქამდე და დღემდეც ტაბუდადებული უცხოური გავლენების გამჭვირვალობის საზოგადოებრივ სააშკარაოზე გამოტანის მცდელობა, მისი ეროვნულ კანონპროექტში მოქცევის ინიციატივის გზით,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.


მისივე თქმით, „ხალხის ძალა“ უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგე „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან აღმოჩნდა უპრეცედენტო შტურმის სამიზნე, რამაც საქართველოს საერთაშორისო და ადგილობრივი მტრები აამოქმედა.


„საქართველოში დღესდღეობით რეგისტრირებულია 250-მდე პოლიტიკური პარტია, საიდანაც მეტ-ნაკლები აქტიურობით პოლიტიკურ ველზე ათამდე თუ გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, შეკითხვა პირველი: რა საჭირო იყო კიდევ ერთი პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია? პასუხი კი მარტივია, ამ მანკიერ პრაქტიკაში ახალი მიდგომის დანერგვის მიზნით წლინახევრის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ჩამოყალიბებისთანავე, არაფერი გვიშლიდა ხელს წინამორბედი 250 პარტიის ნაცად გზას გავყოლოდით და უპირველესად იუსტიციის სახლში მარტივი პროცედურა გაგვევლო.


„ხალხის ძალამ“ აირჩია განსხვავებული მიდგომა, რომელმაც დღევანდელ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის პარტია, რომელიც „ქართული ოცნების“ წიაღიდან იმიტომ კი არ გამოეყო, რომ მმართველი პარტიის სახელისუფლებო კურსთან რაიმე გადაულახავი წინააღმდეგობა აქვს, არამედ მამოძრავებელი მოტივი იყო პოლიტიკურ ველზე საკუთარი, აქამდე უცხო „თამაშის წესები“ შემოგვეღო: ახალი პოლიტიკური მიდგომები დაგვეფუძნებინა, საზოგადოებისთვის „ჩალით დაფარული“ რეალობისთვის ფარდა აგვეხადა და საკუთარ ხალხთან სიმართლეზე აგებული კომუნიკაცია დაგვემყარებინა.


2022 წლიდან უკრაინაში განვითარებულმა რუსეთ-დასავლეთის სამხედრო დაპირისპირებამ, „გლობალური ომის პარტიის“ მესვეურების, მათი ადგილობრივი ლაქია, მარიონეტების მხრიდან ჩრდილიდან გამოსვლისა და თავისი დესტრუქციული საქმიანობის გააქტიურების რეჟიმში გადაყვანის პროცესი დაგვანახა, რაზეც მყისიერი რეაგირება გახდა საჭირო.


ერთიმეორის მიყოლებით, რადიკალური ოპოზიციური პარტიები, მათი მკვებავი ენჯეო სექტორის წარმომადგენლები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გამოდიოდნენ ხელისუფლების გადატრიალების მიზნით მილიტარისტულ აქციებზე, სადაც უკრაინის მსგავსად საქართველოს ომში ჩათრევის ლოზუნგები გვესმოდა, ხოლო მშვიდობის შენარჩუნებაზე აღებული მტკიცე კურსი ლამის „ეროვნულ სირცხვილთან“ იყო გაიგივებული. ზოგი თბილისის თავზე რუსული ბომბების ვარდნას ოცნებობდა, ზოგი სოხუმისა თუ ცხინვალის მიმართულებით სამხედრო გალაშქრებისკენ მოგვიწოდებდა.


მაგრამ ამ პროცესებმა განსაკუთრებით მაშინ მიიღო უკიდურესად მწვავე ხასიათი, როდესაც საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის ავანგარდში აქ აკრედიტებული ზოგიერთი ელჩი ჩაუდგა სათავეში. ამ და სხვა უამრავმა სახიფათო ტენდენციამ უბიძგა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ჯერ სამ, ხოლო შემდგომ კიდევ ერთ დეპუტატს, გასულიყო აკადემიური და დიპლომატიური ქცევის კომფორტული ზონიდან და მძიმე მდგომარეობაში მყოფი მმართველი პარტიისთვის უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით საზოგადოებასთან დამოუკიდებელი საკომუნიკაციო არხი გაეჭრა.


ადგილობრივი აგენტურის მთავარი მფარველის, აშშ-ის ყოფილი ელჩის მისამართით დასმულ იქნა არაერთი შეკითხვა, რომელიც პასუხგაუცემელი დარჩა, ვინაიდან თვით ეს ფაქტი, ქართველი დეპუტატების მხრიდან, „თავხედობასთან“ გაიგივებული გამბედაობა, კელი დეგნანისთვის სრულიად მოულოდნელი, გამაღიზიანებელი აღმოჩნდა და მან ღრმა დუმილის პოზიცია აირჩია. ეს დუმილი კი ქვეყნისთვის არაფერი კარგის მომტანი არ იყო, ამიტომაც დადგა დღის წესრიგში „ხალხის ძალის“, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობისა და სიმართლის რუპორის, კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობა.


დიახ, „ხალხის ძალას“ მიუძღვნის ლომის წილი საქართველოსთვის „მილიტარისტული ღრუბლის“ თავიდან აცილების საქმეში. „ხალხის ძალას“ ეკუთვნის ქვეყანაში აქამდე და დღემდეც ტაბუდადებული უცხოური გავლენების გამჭვირვალობის საზოგადოებრივ სააშკარაოზე გამოტანის მცდელობა, მისი ეროვნულ კანონპროექტში მოქცევის ინიციატივის გზით. „ხალხის ძალა“ აღმოჩნდა ამ კანონის მოწინააღმდეგე „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან უპრეცედენტო შტურმის სამიზნე, რამაც საქართველოს საერთაშორისო და ადგილობრივი მტრები აამოქმედა.


„ხალხის ძალას“ ეკუთვნის შარშანდელი 7-8 მარტის საპროტესტო აქციის სცენარისა და მიმდინარეობის საზოგადოებამდე აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით, დაწვრილებითი დაყვანის პატივი და მისია. არც ამ აქციის დასრულებისთანავე, დღეც არ ჩაუგდია „ხალხის ძალას“ ე.წ. „ცხელი შემოდგომისთვის“ მოსამზადებელი ღონისძიებების პრევენციული გამოაშკარავების მიზნით. განსაკუთრებული როლი მიუძღვნის „ხალხის ძალას“ ქვეყნის იმპიჩმენტ, პროცედურული პრეზიდენტის პოლიტიკური გაშიშვლების საქმეში, რის გამო შესულები ვართ ამ ქალბატონის სიძულვილისა და ფობიების ძირითად სამიზნეში. „ხალხის ძალას“ არ დაუწყია თავისი საქმიანობა იუსტიციის სახლში პარტიად დარეგისტრირებით, რადგანაც ეს არც თვითმიზანი იყო და არც ამის დრო არსებობდა უამრავი საფრთხის ალში გახვეულ საქართველოში.


მაგრამ „ხალხის ძალის“ მიერ დაანონსებულმა არაერთმა ინიციატივამ და მტკიცე მზადყოფნამ, საპარლამენტო დარბაზში მათი ბოლომდე მიყვანის თაობაზე, გამოავლინა საზოგადოების მხრიდან ჩვენ მიმართ არნახული ნდობის, იმედისა და მხარდაჭერის მუხტი. არცერთ დეკლარირებულ განაცხადზე: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის „ანასხლეტებზე“ პოლიტიკური სასამართლოს ჩატარების, ქვეყნის კანონმდებლობაში თავის დროზე ამოღებული და მნიშვნელოვანი კანონების დაბრუნებაზე, არსებული კანონმდებლობის დახვეწაზე, უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვის განახლებაზე, ტრადიციული ფასეულობების დაცვისა და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კუთხით საკანონმდებლო ბაზის დახვეწის და ბევრ სხვა ინიციატივაზე, ჩვენ უარს არ ვამბობთ და უკან არ დავიხევთ.


ქვეყანაში გაუთავებელმა მსჯელობამ და მოლოდინმა „მესამე ძალის“ გამოჩენის თაობაზე, შესაძლოა თავისი ლოგიკური დასასრული პოვოს პოლიტიკური ველის ხისტ „მემარცხენე/მემარჯვენე“ კოორდინატთა ღერძებში ახალი, სოციალური კონსერვატიზმის მატარებელი პოლიტიკური პარტიის გამოჩენით, რომელიც თავის იდეოლოგიურ შინაარსშივე წარმოადგენს ადამიანსა და მის ტრადიციულ შეხედულებებზე ზრუნვას და დაცვის სინერგიას, უწმინდესის მოწოდების თანახმად: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მისი პრაქტიკული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ხორცშესხმის მიზნით. ჩვენი მოძრაობის პარტიად გარდაქმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, თქვენი, ხალხის ძალა გახდა.


უამრავი ხალხის მხარდაჭერის იგნორირება ქვეყნის ისტორიაში ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და რთულ წელიწადს, ჩვენი მხრიდან ღალატისა და ბრძოლის ველის კომფორტული სივრცეების მიმართულებით მიტოვების ტოლფასი იქნებოდა. ჩვენს გვაქვს საკუთარი პარტიის მკაფიო მანიფესტი, მემორანდუმი, პროგრამული ნაწილი. გვყავს სამაგალითო, პროფესიონალებით, პატრიოტებით, ტრადიციონალისტებით დაკომპლექტებული გუნდური ბირთვი. და რაც მთავარია, ჩვენ ვგრძნობთ საკუთარ ძალას, ხალხის ძალას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ - წერს დავით ქართველიშვილი.