გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ედიშერ გვენეტაძე: სახელისუფლებო პარტია ინიციირებას ახდენს იმ საკანონმდებლო ცვლილებების, რომლის თანახმადაც საქართველოში დაუშვებელი და აკრძალული იქნება სქესის შეცვლა

25-03-2024

ბატონებო და ქალბატონებო!! სახელისუფლებო პარტია ინიციირებას ახდენს იმ საკანონმდებლო ცვლილებების, რომლის თანახმადაც საქართველოში დაუშვებელი და აკრძალული იქნება სქესის შეცვლა! რაც შემდეგ გახდება საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველი! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კანონის ძალით დაფიქსირდება, რომ საქართველოში ამ ქმედებას ადგილი არ ექნება.


"ბატონებო და ქალბატონებო!! სახელისუფლებო პარტია ინიციირებას ახდენს იმ საკანონმდებლო ცვლილებების, რომლის თანახმადაც საქართველოში დაუშვებელი და აკრძალული იქნება სქესის შეცვლა! რაც შემდეგ გახდება საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველი! რითაც ერთხელ და სამუდამოდ დაფიქსირდება კანონის ძალით, რომ საქართველოში ადგილი არ ექნება ამ უსაშინელეს ქმედებას! მდინარაძეს სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ უკვე გამოვარდა ამ კანონის წინააღმდეგი, ვინმე პარლამენტარი "გირჩელი" ფაქტობრივად "ნაცი" მეგრელიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს არის აბსურდი და ადამიანს აქვს უფლება, როგორც უნდა ისე მოექცეს მის სხეულს! ბნ მეგრელიშვილს თავის ოჯახიანად სრული თავისუფლება აქვს იმის, რომ სადაც დაშვებულია ასეთი ანტიადამიანური ქმედება წავიდეს იქ, რაც უნდა იმად გადაკეთდეს. ვისზეც უნდა იმაზე გათხოვდეს და ვისზეც უნდა იმაზე დაქორწინდეს და რაც უნდა იქაური კანონის თანახმად ის აკეთოს! არავინ არაფერში ხელს არ უშლის! ამის შემდეგ ქართველო ხალხო, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტი იტყოდა: აი ქრისტეს გზა და აი ბარაბას გზა! აირჩიეთ!" - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.