4-10-2018
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდანტია.
ეს განცადება მან საგარეჯოში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
" სალომე ზურაბიშვილი მართლაც ღირსეული კანდიდატია. ისეთია, როგორსაც ჩვენი ქვეყანა იმსახურებს, შეძლებს ღირსეულად წარმოადგინოს საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზზე და შეასრულოს ის როლი, რომელიც პრეზიდენტს გააჩნია - იყოს ქვეყნის გამაერთიანებელი, იყოს აპოლიტიკური, არ იყოს ერთი კონკრეტული ძალის წარმომადგენელი და იყოს ყველას პრეზიდენტი. ქალბატონი სალომე ასეთი კანდიდატია და ყველას გთხოვთ, რომ მას მხარი დაუჭიროთ“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.