გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნიკოლ ფაშინიანი: ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით სომხეთსა და საქართველოს შორის

25-03-2024

„ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დინამიურად ვითარდება,“ - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ბრიფინგის დროს აღნიშნა.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა ახალი ჰორიზონტები გაიხსნას ორი ქვეყნის ურთიერთობებში.

„კიდევ ერთხელ მინდა პირისპირ მივულოცო ბატონ ირაკლის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ირაკლი თავისი სერიოზული დამოკიდებულებით თავის წვლილს შეიტანს ურთიერთობების გაღრმავებაში სომხეთსა და საქართველოს შორის.
6 იანვრის შემდეგ, როდესაც მე-13 სხდომა ჩატარდა მთავრობათაშორისი კომიტეტის, ამ სესიაზე ჩვენ ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას ისეთი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, რომლებიც გულისხმობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ახლა მაქვს საშუალება განვიხილო პრაქტიკული განხორციელების გზები ჩემს ახალ კოლეგასთან და ის ქმედებები, რომლებიც საჭიროა ამ დეკლარაციის განხორციელებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ აღიარებულია სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ორივე ქვეყნის. ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა სომხეთსა და საქართველოს შორის, რომ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა წარმოებდეს ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს არა მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის არის, არამედ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა არის მდგრადობის და ურთიერთგაგების საფუძველზე დადებული თანამშრომლობა.
წინა წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ძალიან მივესალმები ამ ფაქტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან არა მარტო ჩვენს რეგიონზე აქვს გავლენა, არამედ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც. სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას" - აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციაზე.

„დღეს ჩემს კოლეგას ასევე გავაცანი ის პროცესები და ჩვენი მოსაზრებები, რომლებიც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, სომხეთი მზად არის, რომ მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაფერი გააკეთოს და ჩვენი პასუხისმგებლობა ვიკისროთ ამ მიმართულებით. ველით, რომ მსგავსი დამოკიდებულება იქნება მეორე მხრიდანაც. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან ურთიერთობების გამოსწორებისკენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ უმაღლეს დონეზე 3 პრინციპით ვიხელმძღვანელებთ. ალმა ატის 1991 წლის დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც აღიარებს ორივე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, დელიმიტაციის პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ალმა ატის დეკლარაციის საფუძველზე კვლავ და ორივე ქვეყანას შორის მოხდეს ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ურთიერთობების დალაგება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მშვიდობა და ეს პროექტი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მეზობელ ქვეყანას იქნება სამომავლო თანამშრომლობის საწინდარი სტრატეგიული ურთიერთობების დასალაგებლად აზერბაიჯანთან. საქართველო დაინტერესებულია არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაციით, არამედ პრაქტიკულადაც ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგებას.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დინამიურად ვითარდება. მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებულით და კიდევ უფრო ახალი ჰორიზონტები გავხსნათ ჩვენს ურთიერთობებში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ერევანში, მადლობას მოგახსენებთ ვიზიტისთვის და ამ პროდუქტიული საუბრებისთვის", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.