გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

აღდგენილ მესხურ ტერასებზე 400 წლის შემდეგ პირველი რთველი შედგა

4-10-2018

კომპანია „ვარძიის ტერასებმა“ ვაზის აღდგენილი უიშვიათესი ისტორიული ჯიშების პირველი მოსავალი მიიღო.

 

 რთველში მონაწილეობა დღეს კლასიკური ავტომობილების რალის - „Peaks of Caucasus”-ის პილოტებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და ჟურნალისტებმა მიიღეს.

 

მე-16 საუკუნის ბოლოს მესხურ ტერასებზე უკანასკნელი რთველი შედგა, რის შემდგომაც ისტორიულად ცნობილი სირთულეების გამო მესხური ვაზის უძველესი ჯიშები თითქმის მთლიანად განადგურდა.

 

2015 წელს, ბიზნესმენების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და მესხური ვაზის ჯიშების კოლექციონერის გიორგი ნათენაძის ერთობლივი ძალისხმევით  სოფელ ხიზაბავრაში მე-12 საუკუნის თამარ მეფის დროინდელი ტერასები აღდგა.

 

ამჟამად, ისტორიული  ტერასების  12 ჰექტარი  აღდგენილია, სადაც მესხური ვაზის 24  უიშვიათესი ჯიში გაშენდა.  ასევე დაგეგმილია დამატებით 11 ჰექტარის გაშენება, სადაც სხვა აღდგენილი ჯიშებიც დაირგვება.

 

„პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვით ლევან უჯმაჯურიძეს და გიორგი ნათენაძეს, რომლებმაც  საგურამოს სამეცნიერო კვლევით ცენტრში 20-ზე მეტი მესხური ჯიშის იდენტიფიცირება მოახდინეს. „ვარძიის ტერასებზე“ ახალი სიცოცხლე დაიწყეს ისეთმა უნიკალურმა ჯიშებმა, როგორიცაა: „თამარის ვაზი“, „ჯვარი“, „მესხური მწვანე“, „მესხური ხარისთვალა თეთრი“, „შავი ხარისთვალა“,  „მესხური ცხენის ძუძუ თეთრი“, “დანახარული“, „მესხური ჩიტისთვალა თეთრი“, „მესხური ჩიტისკვერცხა“, „ცხენის ძუა შავი“, „კლარჯული“, „ახალციხური თეთრი“, „შავი ასპინძურა კაპნის“  და ა.შ. 

 

მომავალ წელს, კომპანია გეგმავს აღადგინოს მესხური ტრადიციული არქიტექტურის ოდა და  ქართული მეღვინეობის განუყოფელი ნაწილი - საქვევრე მეურნეობა. აქ მოსულ სტუმრებს  უნიკალური მესხური ღვინოებით და კერძებით გაუმასპინძლდებიან“-აცხადებენ ორგანიზატორები.