გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილზე: როცა საჯარო პირი კომიკური ხდება, უნდა გაეცალოს საჯარო სივრცეს, თუმცა, ამდენი შეგნება აქვს რომ?

25-03-2024

აგენტოკრატიის წარმომადგენელმა, სალომე ზურაბიშვილმა იმდენი მოახერხა, რომ თითით საჩვენებელ დასაცინ ფიგურად იქცა, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „თუ სალომე ზურაბიშვილს მეტი რეიტინგი ექნება, რომ გაზომავს როზნერი, არ გაათავისუფლებს სააკაშვილს. თუ სააკაშვილს მეტი რეიტინგი ექნება, ის უფრო საჭირო კაცი აღმოჩნდება მათთვის და მაშინ შეიწყალებს - რასაც დაავალებენ იმას გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი“.


აბაშიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი უნდა გაეცალოს საჯარო სივრცეს. მანვე აღნიშნა, რომ სირცხვილია ამგვარი პრეზიდენტის ყოლა.


„აგენტოკრატიის წარმომადგენელმა, სალომე ზურაბიშვილმა იმდენი მოახერხა, რომ თითით საჩვენებელ დასაცინ ფიგურად იქცა. როცა საჯარო პირი ამგვარი კომიკური ხდება, უნდა გაეცალოს საჯარო სივრცეს. თუმცა, ამდენი შეგნება აქვს რომ?.. სირცხვილია ამგვარი პრეზიდენტი-რეზიდენტი!“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.