გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ყაველაშვილი: არ არის გამორიცხული, როგორც გამჭვირვალობის შესახებ კანონი პირდაპირ მონათლეს რუსულ, ანტიევროპულ კანონად, აქაც იგივე კამპანია დაიწყონ და ამისთვის საზოგადოება უნდა ვიყოთ მზად

25-03-2024

„თუ დავაკვირდებით, ბოლო წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების დინამიკას, მათი დაფინანსება გაზრდილია“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან ისაუბრა.


მისი თქმით, ევროკავშირში და ყველგან უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს საზოგადოების და მთავრობის პოზიცია არის ერთიანი და ლგბტ პროპაგანდა საქართველოში არის მიუღებელი.


„თუ დავაკვირდებით, ბოლო წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების დინამიკას, მათი დაფინანსება გაზრდილია. ამ კანონპროექტთან ერთად საზოგადოება უნდა მოვამზადოთ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. რა საფრთხეებს ვგულისხმობ - არ არის გამორიცხული, როგორც გამჭვირვალობის შესახებ კანონზე იყო საუბარი და პირდაპირ მონათლეს რუსულ, ანტიევროპულ კანონად, აქაც იგივე კამპანია დაიწყონ და ამისთვის საზოგადოება უნდა ვიყოთ მზად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველასთვის უფრო მეტად გასაგები თემაა და უმრავლესობისთვის მიუღებელიცაა, შეიძლება მაინც დააკავშირონ რუსულს.

ევროკავშირი არის იმ ქვეყნების კრებული, სადაც ეს ყველაფერი მიღებულია, შეიძლება ყველგან არა, მაგრამ იქ მაინც მიღებულია, ამ მხრივ თავისუფლებაა. შეიძლება, ჯერ კულუარებში დაიწყონ ამის კითხვა, მერე უკვე საჯაროდაც დაიწყონ და მოგვთხოვონ, რომ თუ ჩვენ გვინდა ევროკავშირის ნაწილი გავხდეთ, მაშინ როგორც ყველა ქვეყანამ, საქართველომაც უნდა გადადგას ეს ნაბიჯი. გვახსოვს საბერძნეთის მაგალითი. შეიძლება სავაჭრო თემად გახადონ და აქ ამისთვის მოამზადონ არასამთავრობო ორგანიზაციები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და დაიწყონ კამპანია, რომ თითქოს რუსული კანონის მიღებით უნდათ ევროპისგან საქართველოს ჩახსნა. კონკრეტული თემა შეიძლება ნახონ ამ კანონპროექტში, რომელსაც შეუძლია რადიკალური ფრთის გაერთიანება იმ მიზნით, რომ დაარქვან რუსული და ანტიევროპული კანონი. საზოგადოება უნდა იყოს მზად.

 

პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებს იმ უცხოურ ორგანიზაციებს, რომ მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ გამჭვირვალობა უზრუნველყონ. ერთი წელია ველოდებით მათ ფინანსებთან დაკავშირებით ინფორმაციას, რომელიც არ ჩანს. ამას საზოგადოება ხედავს. პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან, მმართველ ძალასთან ერთად თითოეულმა მოქალაქემ უნდა გადავინაწილოთ.


ევროპის ქვეყნებში ტრადიციული მოძრაობები გაძლიერდება, გინდ კონსერვატიული დაარქვით, გინდ ადამიანური. ლგბტ მიმართულებით ძირითადად ახალგაზრდებშია სტატისტიკა გაზრდილი.


ალბათ, ჩვენზე წავა საუბარი, რომ თითქოს ჩამორჩენილი საზოგადოება ვართ და ჯერ არ ვართ მზად. კი არ ჩერდებიან, რომ არ უნდა ამ საზოგადოებას და შევეშვათ, არამედ, როგორც ლგბტ პრაიდის დროს ხდებოდა, როგორც მაშინ ამზადებდნენ საზოგადოებას, არ ჩერდებოდნენ, სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეში შედიოდნენ და კონკრეტულ ჯგუფებს ესაუბრებოდნენ ამ მიზნით. ჩვენ თუ ხელისუფლება და სახელმწიფო ვართ, კანონმდებლობით უნდა დავიცავთ ქვეყანა და საზოგადოება. ეს დაპირისპირებები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს აწყობს კიდევაც, ზოგი ამას გულწრფელად უპირისპირდება, ზოგი კი, იყენებს ამ ყველაფერს, რომ სათავისოდ აწიოს ეს თემები.


სწორედ, ჩვენი როლი და ვალდებულებაა, რომ ეს ყველაფერი გავანეიტრალოთ, მშვიდ მსჯელობაში შევიდეთ საზოგადოებასთან და მათი მხრიდანაც მყარი წინადადებები იყოს, რომ ყველამ გაიგოს, როგორც ევროკავშირში, ისე ადგილობრივმა საზოგადოებამ, რომ ჩვენ ვართ ერთიანები, პრინციპულები და ვერავინ გაბედოს, ეს საკითხი ვაჭრობის საგნად აქციოს, როგორც კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში მოხდა," - განაცხადა ყაველაშვილმა.