გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაზა გაბუნია: სალომე ზურაბიშვილის მიერ რეგიონების შესახებ გაკეთებულ განცხადებას მივესალმები

4-10-2018

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია მიესალმება პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან რეგიონების შესახებ გაკეთებულ მნიშვნელოვან განცხადებას.

„საქართველოს პარლამენტი და მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს რეგიონების განვითარების საკითხს. ამის დასტურია დეცენტრალიზაციის რეფორმა, რომელიც თვითკმარი და ძლიერი თვითმმართველობების და რეგიონული სუბიექტების არსებობისთვის განხორციელდება და ამის დასტურია ისინფრასტრუქტურული პროექტები, რაც რეგიონებში ხორციელდება.

ამ ფონზე ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია როცა საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს კარგად ესმის ამ საკითხის მნიშვნელობა და გამოჰყოფს მასროგორც პრიორიტეტულს"-აცხადებს გაბუნია.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის აპირებს აქტიური შეხება ჰქონდეს რეგიონებთან და ხალხთან ერთად იმუშაოს ინიციატივებზე და ინოვაციებზე.