გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ჭოტორლიშვილი: დასავლეთის გეგმა უკრაინის ომის საშუალებით დაეშალათ რუსეთი და გაეხანგრძლივებინათ საკუთარი დომინირება ჯერჯერობით არ გამართლდა

26-03-2024

 “ამერიკა სუსტდება მსოფლიოში ძალის სხვა პოლუსების გაჩენის და გაძლიერების პარალელურად. დასავლეთის გეგმა უკრაინის ომის საშუალებით დაეშალათ რუსეთი და რუსეთის რესურსების დაუფლებით გაეხანგრძლივებინათ საკუთარი დომინირება ჯერჯერობით არ გამართლდა”-ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე და ამერიკის როლზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, “რომ არა ამერიკა, ისრაელი და არაბები ალბათ დიდი ხანია გამონახავდნენ საერთო ენას. მაგრამ ამერიკა უბიძგებდა ორივე მხარეს ყოფლიყვნენ რადიკალურები და დღეს როდესაც ისრაელს ამერიკის დახმარება ისე სჭირდება როგორც არასდროს, ამერიკელები ზურგს აქცევენ ისრაელს”.

 

როგორც ჭოტორლიშვილი აღნიშნავს, ის რაც დღეს ხდება გაკვეთილი უნდა იყოს საქართველოსთვის. მისივე თქმით, არ შეიძლება ძლიერ მეზობლებთან ურთიერთობის გაფუჭება და დაძაბვა იმის სანაცვლოდ რასაც დასავლეთი გპირდება.

 

“ამერიკამ მე მგონი პირველად არ დაადო ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოს ანტიისრაელის გადაწყვეტილებას. თუ ისრაელმა ამერიკის მხარდაჭერა დაკარგა მაშინ განწირულია არაბული სამყაროს წინააღმდეგ მარტოდ დარჩენილი. რასაკვირველია ამერიკის პოლიტიკის თანდათანობით ცვლილება არანაირად არ უკავშირდება ღაზის სექტორში დაღუპული ბავშვების რიცხვს. ამერიკელებს საერთოდ მორალი ნაკლებად აინტერესებთ. ნამდვილი მიზეზი იმაშია რომ ამერიკა სუსტდება მსოფლიოში ძალის სხვა პოლუსების გაჩენის და გაძლიერების პარალელურად. ასეთი პოლუსებია: ჩინეთი, ინდოეთი, ლათინური ამერიკა და ისლამური სამყარო.

 

დასავლეთის გეგმა უკრაინის ომის საშუალებით დაეშალათ რუსეთი და რუსეთის რესურსების დაუფლებით გაეხანგრძლივებინათ საკუთარი დომინირება ჯერჯერობით არ გამართლდა. შესაბამისად ამერიკა იძულებულია დაიწყოს უფრო რთული და მრავალსვლიანი თამაში. რომ არა ამერიკა, ისრაელი და არაბები ალბათ დიდი ხანია გამონახავდნენ საერთო ენას. მაგრამ ამერიკა უბიძგებდა ორივე მხარეს ყოფლიყვნენ რადიკალურები. პირდებოდა მუდმივ მფარველობას ისრაელს. ასეთი პოლიტიკით ამერიკელებმა კონფლიქტი შეუქცევად ისტორიულ პროცესად აქციეს და დღეს როდესაც ისრაელს ამერიკის დახმარება ისე სჭირდება როგორც არასდროს, ამერიკელები ზურგს აქცევენ ისრაელს. ტოვებენ მას მარტო ისლამური საფრთხის წინაშე. არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი.

 

ბიზნესი კი დღეს მოითხოვს პოლიტიკურ ვაჭრობას, როგორც ისლამურ სამყაროსთან, ასევე ინდოეთთან და ლათინურ ამერიკასთან, რადგან ამ სამი ძალის როლი მნიშვნელოვანი იქნება დაპირისპირებაში ჩინეთთან. ზუსტად ასეთივე როლი, განუსაზღვრეს ამერიკელებმა საქართველოს. ის რაც დღეს ხდება გაკვეთილი უნდა იყოს საქართველოსთვის. არ შეიძლება ძლიერ მეზობლებთან ურთიერთობის გაფუჭება და დაძაბვა იმის სანაცვლოდ რასაც დასავლეთი გპირდება”- წერს ლევან ჭოტორლიშვილი.