გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი ამილახვარი ერევანში მესროპ მაშტოცის სახელობის ხელნაწერთა კვლევითი ინსტიტუტის მატენადარანის საქმიანობას გაეცნო

26-03-2024

სომხეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ერევანში მესროპ მაშტოცის სახელობის ხელნაწერთა კვლევით ცენტრს, მატენადარანს ეწვია, სადაც ინსტიტუტის საქმიანობას გაეცნო და სომხურ ხელნაწერთა გამოფენა დაათვალიერა. 

 

მატენადარანი წარმოადგენს უძველესი სომხური ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვან საცავს, სადაც 23 000-მდე ხელნაწერია დაცული. მათ შორის, X-XX საუკუნეებით დათარიღებული 45-ზე მეტი ქართული ხელნაწერი, 55-ზე მეტი ფრაგმენტი და პალიმფსესტი ინახება.

 

აღსანიშნავია, რომ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და სომხეთის ხელნაწერთა კვლევით ცენტრ „მატენადარანს‘‘ შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია ერთობლივი კვლევითი პროექტის განხორციელება, რომელზეც  ქართველი და სომეხი სპეციალისტები ერთობლივად იმუშავებენ.