გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით სონღულაშვილმა გურჯაანელ ამომრჩეველს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა

4-10-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით სონღულაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გურჯაანში ამომრჩევლებს შეხვდა და მათ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


„მსურს, მივესალმო პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტობის პოსტზე ჩვენი პარტია, „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს.


ყველა არჩევნების წინ მოვდივართ თქვენთან და გთხოვთ, რომ ხმა მოგვცეთ. თუმცა, აქ სულ სხვა რამისთვის შევიკრიბეთ... არ მინდა, რომ ხმა მისცეთ მას მხოლოდ იმიტომ, რომ მისი წინაპრები გურჯაანიდან არიან, არ მინდა მხარი დაუჭიროთ მხოლოდ იმიტომ, რომ ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია, მხოლოდ იმიტომ, რომ ემიგრაციაში გაიზარდა და სამშობლოს სიყვარულმა დააბრუნა დღეს საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი. მინდა, გთხოვოთ არა ხმის მიცემა, არამედ ინფორმირებული, სწორი არჩევანის გაკეთება. გულით, გრძნობით და გონებით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის როლს და ფუნქციას პრეზიდენტის პოსტზე, სწორედ საზოგადოებრივი ინტერესების გამომხატველად ვხედავ, ის არ იქნება რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარი. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე იქნება კიდევ ერთი დიდი ხიდი მოსახლეობასა და ხელისუფლების შორის“- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.