გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მამუკა მდინარაძე: ორი წიგნი რომ აქვს გოიმს წაკითხული და დანარჩენში ლევან ბერძენიშვილს ენდობა, ასეთი მიმდინარეობაა საქართველოში ფსევდოლიბერალიზმი - გოიმობის ტრენდის ქვეშ ხალხის მოტყუება საშინელებაა

26-03-2024

ზუსტად ორი წიგნი რომ აქვს გოიმს წაკითხული და დანარჩენში ლევან ბერძენიშვილს ენდობა, ასეთი მიმდინარეობაა საქართველოში ფსევდოლიბერალიზმი, თავის მხრივ, ლევან ბერძენიშვილი რეკორდსმენია იმაში, რომ ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ლევან ბერძენიშვილის განცხადების კომენტირებისას იმის შესახებ, რომ შესაძლოა მალე „ოიდიპოს მეფე“ აიკრძალოს.


მამუკა მდინარაძის თქმით, გოიმობის ტრენდის ქვეშ ხალხის მოტყუება არის საშინელება.


„საქართველოში ფსევდოლიბერალიზმი როგორ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა იცით? გოიმი რომ ორ წიგნს კითხულობს, არც მეტს და არც ნაკლებს, ზუსტად ორი წიგნი რომ აქვს გოიმს წაკითხული და დანარჩენში ლევან ბერძენიშვილს რომ ენდობა, ასეთი მიმდინარეობაა საქართველოში ფსევდოლიბერალიზმი, თავის მხრივ ლევან ბერძენიშვილი რეკორდსმენია როგორც ირაკლი კობახიძემ ამხილა იმაში, რომ ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო. ვერც სოკრატე გაიგო, ვერც მითოლოგია, ვერც ფროიდი, ასე თუ ლაპარაკობს ოიდიპოს მეფეზე. ვერცერთი ვერ გაუგია და რაღა ველაპარაკოთ? უთხარით ვიღაცამ, რომ მითოლოგიაში იქ გაუცნობიერებელი ამბებიც იყო დედამისთან დაკავშირებით თქო, მოუყევით, შეიძლება გაგიჟდეს ამაზე, დაბურძგლოს. ასეთი გოიმობა და ამ გოიმობის ტრენდის ქვეშ ხალხის მოტყუება არის საშინელება. მოგონილ ტრენდს აყოლა - ამაზე დიდი გოიმობა არ არსებობს, რასაც ისინი [ოპოზიცია] აკეთებენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.