გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნიკა გვარამია: სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი

26-03-2024

ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი, - ამის შესახებ პარტია “ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია წერს.


მისი განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ერთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ საქმე საერთოდ არ განიხილება, ვინაიდან ამის საფუძველი ვერ დაინახა.


გვარამიას თქმით, ხელისუფლების და სასამართლოს ცვლილების შემდეგ საქმის ყველა დეტალი დაწვრილებით გახდება ცნობილი.


“ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი. ერთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ საქმე საერთოდ არ განიხილება და მან ისეთი ვერაფერი დაინახა საქმეში, რაც მსოფლიოს ყველა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაინახა და ხმამაღლა გააპროტესტა.


მართალია, სამწუხარო ამბავია, მაგრამ რ2ის საქმეზე ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არაა.


არა უშავს, შეიცვლება ხელისუფლებაც, შეიცვლება სასამართლოც და ყველა პოლიტიკური საქმის ყველა დეტალს დაწვრილებით გავიგებთ, ჩვენც და ევროპული სასამართლოც” - წერს გვარამია სოციალურ ქსელ Facebook-ზე.