გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა

27-03-2024

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა.


პერსპექტივის გაუმჯობესების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური რისკებისადმი საქართველოს მოწყვლადობის უფრო დაბალ დონეზე შეფასებაა.


რეიტინგის ძლიერი მხარეები მაღალი ეკონომიკური ზრდა, შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობა, ძლიერი ინსტიტუციონალური ჩარჩო, ფისკალური სტაბილურობა და ინფლაციის შემცირებაა.


სააგენტოს შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,5 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი. სააგენტოს მოლოდინით ფისკალური სტაბილურობა მომავალშიც მყარად იქნება შენარჩუნებული, რაც უზრუნველყოფს ვალის დაბალი დონისა და დაღმავალი ტენდენციის შენარჩუნებას.


დადებითად არის შეფასებული ბოლო წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაღმავალი ტენდენცია და მიიჩნეულია, რომ ეს არა დროებითი, არამედ სტრუქტურული გაუმჯობესებაა, რაც ერთი მხრივ მაღალი ფისკალური დისციპლინის, ხოლო მეორე მხრივ, განხორციელებული რეფორმების შედეგია.