გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო ფოჩხუა ნიკა გვარამიას სარჩელზე: კიდევ რამდენჯერ უნდა განიცადოთ ფიასკო რომ შეწყვიტოთ სტრასბურგის სასამართლოში ფოტიგების და კუბილიუსების მხარდაჭერილი, ტყუილზე აგებული სარჩელების გაგზავნა

27-03-2024

„ნიკა გვარამიას სარჩელი ევროპულმა სასამართლომ განხილვაში არ მიიღო! კიდევ რამდენჯერ უნდა განიცადოთ ფიასკო, რომ შეწყვიტოთ სტრასბურგის სასამართლოში თქვენი, მოსყიდული პრეზიდენტის, ფოტიგების და კუბილიუსების მხარდაჭერილი, ტყუილზე აგებული სარჩელების გაგზავნა“-ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, ქართული მართლმსაჯულების წინაშე ბოდიში აქვთ მოსახდელი ყველა იმ ფსევდოლიბერალურ "ელიტას," დესტრუქციულ ენჯეოებს.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავ, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილმა, კანონის სრული დარღვევით, შეასრულა უცხოელი დამკვეთების დავალება და შეიწყალა კრიმინალი.


„ნიკა გვარამიას სარჩელი ევროპულმა სასამართლომ განხილვაში არ მიიღო!


კიდევ რამდენჯერ უნდა განიცადოთ ფიასკო, რომ შეწყვიტოთ სტრასბურგის სასამართლოში თქვენი, მოსყიდული პრეზიდენტის, ფოტიგების და კუბილიუსების მხარდაჭერილი, ტყუილზე აგებული სარჩელების გაგზავნა.


მაშ რას ერჩოდა ამერიკის დეპარტამენტი მოსამართლე ჩხიკვაძეს, რომელმაც განიხილა გვარამიას საქმე? ნეტავ ბოდიშს არ მოუხდიან?

ამ გადაწყვეტილებით კელი დეგნანის და კარლ ჰარცელის სამარცხვინო კომენტარებიც გაცამტვერდა.


ასევე ქართული მართლმსაჯულების წინაშე ბოდიში აქვთ მოსახდელი ყველა იმ ფსევდოლიბერალურ "ელიტას," დესტრუქციულ ენჯეოებს.

ცალკე საკითხია იმპიჩმენტდადებული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ეხლაც დაიწყებს, ნაცობას მაბრალებენო. დიახ, დღეს სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილმა, კანონის სრული დარღვევით, შეასრულა უცხოელი დამკვეთების დავალება და შეიწყალა კრიმინალი.

ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო, ნათქვამია“-წერს ნინო ფოჩხუა.