გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ლატარია გვარამიას სარჩელზე სტრასბურგის უარის შესახებ: ის ევროპარლამენტარები ახლა სად არიან, გვარამია რომ პოლიტპატიმრად შერაცხეს, ან სალომე ზურაბიშვილი რას გვიპასუხებს კრიმინალის შეწყალებაზე?

27-03-2024

ექსპერტი ირაკლი ლატარია პარტია „ახალის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება, საიდანაც ირკვევა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

 

ექსპერტის აზრით, საინტერესოა სალომე ზურაბიშვილი რას გვიპასუხებს კრიმინალის შეწყალებაზე?

მისივე თქმით, ახლა ხომ მაინც ზუსტად ვიცით, რომ ზურაბიშვილი, ჩვეულებრივი ნაცების დავალების შემსრულებლად გადაიქცა?

 

„ძალიან მაინტერესებს ის ევროპარლამენტარები ახლა სად არიან, გვარამია რომ პოლიტპატიმრად შერაცხეს.ან ის ,,ენ ჯე ო" - შნიკები რას იტყვიან ახლა, რომლებისთვისაც გვარამია უდანაშაულობის მაგალითი და ნაწამები ანგელოზი იყო და ბოლოს, ძალიან მაინტერესებს სალომე ზურაბიშვილი რას გვიპასუხებს კრიმინალის შეწყალებაზე? ახლა ხომ მაინც ზუსტად ვიცით, რომ ზურაბიშვილი, ჩვეულებრივი ნაცების დავალების შემსრულებლად გადაიქცა?

და ბოლოს: სტრასბურგის სასამართლოს მადლობა, მაგრამ ამავე დროს ველოდები მე პირადად ბოდიშს, სწორედ იმ ხალხისგან, ვინც ზემოთ ვახსენე....“-წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.