გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციაზე: გაერთიანდებიან თუ გაიყოფიან, შედეგი მაინც ერთი იქნება - გარდაუვალია მათი წაგება, ისე რომ პენალტებიც არ იქნება დანიშნული

27-03-2024

„ისინი [პატარა ოპოზიციური პარტიები] გაერთიანდებიან თუ გაიყოფიან, შედეგი მაინც ერთი იქნება - გარდაუვალია მათი წაგება, ისე რომ პენალტებიც არ იქნება დანიშნული,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ, რითაც მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს რომ „თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება“.


დიმიტრი ხუნდაძის თქმითვე, „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული „ნაცმაცუნა პარტიების კრახი არჩევნებში გარდაუვალია.


„როგორც ხედავთ, მიხეილ სააკაშვილს გადაუარა დემენციამაც და შიმშილმაც და უკვე საარჩევნო პროგნოზებს აკეთებს.


„ნაცმოძრაობაში“ კარგად ხედავენ, რომ მათი კრახი გარდაუვალია.


სააკაშვილი სწორ შეფასებას აკეთებს, როცა ამბობს, რომ ეს პატარა, „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული „ნაცმაცუნა პარტიები“ ბარიერს ვერ გადალახავენ. ისინი გაერთიანდებიან თუ გაიყოფიან, შედეგი მაინც ერთი იქნება - გარდაუვალია მათი წაგება, ისე რომ პენალტებიც არ იქნება დანიშნული, წააგებენ თავშივე,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.