გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან დავითაშვილი: მოგილოცავთ ძალიან დიდ გამარჯვებას, რომელსაც 30 წელი ველოდით

27-03-2024

„მოგილოცავთ თქვენ და თითოეულ ქართველს ძალიან დიდ გამარჯვებას, რომელსაც 30 წელი ველოდით. მინდა საქართველოს ნაკრებს ვუსურვო დიდი წარმატება უკვე ევროპის ჩემპიონატზე," - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა პირველ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.


მან მთლიანად საქართველოსა და თითოეულ ქართველს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გუშინდელი გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მიულოცა.


„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წარმატებაში მონაწილეობდა და პირველ რიგში, ჩვენს ფეხბურთელებს," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.