გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსული „როსსეტი“ მზადაა აფხაზეთის ენერგოსისტემაში ინვესტიციები ჩადოს

5-10-2018

აფხაზეთში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრის პრობლემაზე იმსჯელეს. აღნიშნული საკითხები დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და სოხუმში ვიზიტად მყოფმა რუსმა დეპუტატებმა განიხილეს.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ვლადიმირ კატენევმა აღნიშნა, რომ ენერგოკომპანია „როსსეტი“ მზადაა ინვესტიციების განახორციელოს აფხაზეთის ენერგოსისტემის მოდერნიზებისთვის. მისივე თქმით, უკვე ცნობილია პროექტის ღირებულება, აფხაზეთიც მზადაა ითანამშრომლოს რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში. ამ ეტაპზე მხარეები ასეთი ურთიერთქმედების პირობებს განიხილავენ, წერს „აბხაზია ინფორმი“.  

„აფხაზეთის ენერგოსისტემა სასწრაფო ინვესტიციებს საჭიროებს. არსებული სიმძლავრეები მიმდინარე მოთხოვნებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. თუმცა, კონტრაქტის  გაფორმებას აფხაზურ კანონმდებლობაში არსებული შეზღუდვები აფერხებს, რომლებიც კრძალავენ ენერგეტიკულ სფეროში უცხოური ინვესტიციების შემოდინებას“, - განაცხადა კატენევმა.

მისი თქმით, ამ პრობლემის გადაჭრა „ორი ქვეყნის ერთობლივი კომპანიის დაფუძნებას“ შეუძლია, რაც გაამარტივებს ინვესტირების მექანიზმს.

აფხაზეთი შესაძლოა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს ენგურჰესში 2019 წელს დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო. გამოცემის ცნობით, გაუგებარია, ვინ იქნება სარემონტო სამუშაოების დამკვეთი  – ქართული თუ აფხაზური მხარე, ან შესაძლოა, ეს  სახელმწიფოთაშორისი პროექტის ფარგლებში განხორციელდეს.

ენგურჰესის რეაბილიტაცია 2019 წლის თებერვალშია დაგეგმილი და ის დაახლოებით სამ თვეს გასტანს.

აფხაზეთის ქსელები გაცვეთილია. აფხაზეთს ელექტროენერგიით ენგურჰესი ამარაგებს, რომელსაც ქართული მხარე მართავს. წარმოშობილ ენერგოდეფიციტს ავარიულ რეჟიმში რუსული მხარე ფარავს, წერს გამოცემა.

ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ მანამდე განაცხადა, რომ ქართული მხარე ვერ გადაიხდის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს,როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა, ვინაიდან ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზებს უსასყიდოლო მიეწოდებათ.

ენგურჰესი ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოები 1988 წელს დასრულდა. ენგურჰესის წლიური გამომუშავება 3 მილიარდ კილოვატ საათს აღემატება. 1997 წელს დადებული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს უნდა წაეღო, 60% კი - საქართველოს დანარჩენ რეგიონებს.



radioatinati.ge