გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიანა მონდინო: ორი კონტინენტის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობა საქართველოს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ჰაბად აქცევს

28-03-2024

„არგენტინა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 1919 წელს   საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. არგენტინას  საქართველოსთან უწყვეტი დიპლომატიური ურთიერთობები აქვს" - აღნიშნულის შესახებ არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიანა მონდინომ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული მეგობრობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.

არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ორი კონტინენტის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობა საქართველოს აძლევს შანსს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდად იქცეს და ჰაბის სტატუსი შეიძინოს. როგორც დიანა მონდინომ აღნიშნა, განვითარების გზაზე, საქართველოს ლათინური ამერიკის იმედი უნდა ჰქონდეს.

 

არგენტინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსა და არგენტინას ბევრი რამ აერთიანებს, მათ შორის, ის რომ ორივე ქვეყანას საუკეთესო ღვინო აქვს. „ჩვენ ერთად უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ შევძლოთ თანამშრომლობის ახალი გზებისა და პერსპექტივების დასახვა" - დასძინა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის არგენტინის რესპუბლიკაში ვიზიტის აღსანიშნავად, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოფინეს ისტორიული დეკრეტი, რომლითაც 1919 წელს არგენტინის პრეზიდენტი იპოლიტო ორიგოიენი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს. არგენტინელმა კოლეგამ, დიანა მონდინომ, ილია დარჩიაშვილს აღნიშნული ისტორიული დოკუმენტების ასლები უსახსოვრა.