გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერ-მინისტრი საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა

28-03-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა.


პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა უნგრეთის მხარეს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ნათლად დაადასტურა ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი.


პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთი განაგრძობს საქართველოს გვერდში დგომას ამ მიმართულებით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ახალ ეტაპზე გადასვლას და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ისახავს მიზნად.  ხაზგასმით აღინიშნა უნგრეთის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, მხარდაჭერის მნიშვნელობა ამ პროცესში. 


მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის სექტორული კავშირების შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობა. აღინიშნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალისსრულად ათვისების მნიშვნელობა, მათ შორის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით.