გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილებებისა და მსოფლიო მოვლენების ფონზე, აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოებს მოვუწოდებ: ბოდიში მოუხადონ ქართველ მოსამართლეებს

28-03-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენებისა და ბოლო დროს, სხვადასხვა ქვეყანაში სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული ხარვეზების ფონზე, სოციალურ ქსელში ანალიტიკურ მიმოხილვას ავრცელებს, რომლითაც აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოებს მოუწოდებს, ბოდიში მოუხადონ ქართველ მოსამართლეებს მათი უსამართლო დისკრედიტირების გამო.


„ქვეყანაში განვითარებული პროცესების, სტრასბურგის სასამართლოს მიერ ბოლო დროს გამოტანილი გადაწყვეტილებებისა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ:


აშშ-ს და ევროკავშირის საელჩოები ღიად უჭერდნენ მხარს ქართველ კრიმინალებს, პირდაპირ თუ ირიბ მონაწილეობას იღებდნენ მათი პატიმრობიდან დახსნაში;


აშშ და ევროკავშირი, თავისი ოფიციალური წარმომადგენლების სახით, უსამართლოდ დაესხნენ თავს ქართველ მოსამართლეებს და მათ მიმართ ნაწილობრივი სანქციების დაწესებას მიმართეს;


ევროკავშირის ელჩი უსამართლოდ უწევს ქართულ სასამართლო სისტემას დისკრედიტაციას საკუთარ ქვეყანაში, პოლონეთში, იუსტიციის ყოფილი მინისტრის კორუფციაში მხილების ფონზე;


ევროკავშირის ელჩი უსამართლოდ ითხოვს ქართველი მოსამართლეების იმ უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობით დანიშვნას, რომლებიც არაერთ კორუფციულ სკანდალში გაეხვივნენ ე.წ. კეთილსინდისიერებისა თუ „ვეტინგის" კომისიების მუშაობის ფარგლებში, უკრაინასა და მოლდოვაში.


მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს მოვუწოდებ: საკუთარი პროფესიული და პიროვნული ღირსების დაცვის მიზნით, შესაბამისი სარჩელით მიმართოს სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს;


აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოებს მოვუწოდებ: ბოდიში მოუხადონ კონკრეტულ ქართველ მოსამართლეებს მათი უსაფუძვლო და უსამართლო დისკრედიტირების გამო“, - წერს დავით ქართველიშვილი.