გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე: საფრანგეთმა უცხოელ ლობისტებზე "რუსული" კანონპროექტი წარმოადგინა და მას ვერანაირად გააპროტესტებენ რეპუტაციაშელახული ევროპარლამენტარები, არ მგონია, რომ საქართველოსა და უნგრეთის მსგავსად, ფრანგული ისტებლიშმენტის დამუნათებას გაბედავენ

28-03-2024

ფარისეველი აგენტოკრატიის მორიგი მხილება - საფრანგეთმა უცხოელ ლობისტებზე "რუსული" კანონპროექტი წარმოადგინა და მას ვერანაირად გააპროტესტებენ რეპუტაციაშელახული ევროპარლამენტარები, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ იმ ინიციატივის მხარდაჭერას, რომელიც გარე ჩარევასთან ბრძოლაზეა მიმართული.


მისი განცხადებით, ფრანგული კანონპროექტი იმაზე უფრო ხისტია, ვიდრე "ხალხის ძალის" მიერ შემოთავაზებული ამერიკული და ქართული ვარიანტები.


"ფარისეველი აგენტოკრატიის მორიგი მხილება - საფრანგეთმა უცხოელ ლობისტებზე "რუსული" კანონპროექტი წარმოადგინა და მას ვერანაირად გააპროტესტებენ რეპუტაციაშელახული ევროპარლამენტარები.


არ მგონია, რომ საქართველოსა და უნგრეთის მსგავსად, ევროკრატებიც გაბედავენ ფრანგული ისტებლიშმენტის დამუნათებას. მათ დიდი ევროპული ქვეყნის ხმები სჭირდებათ კონტინენტის პარლამენტისა და ევროაღმასრულებელთა არჩევნებში. თუმცა, ბოლო გამოკითხვებით, მაკრონის პარტია ურეიტინგოა და ფრანგმა ულტრამემარჯვენეებმა აიღეს ლიდერობა.


საქართველოს დე ფაქტო პრეზიდენტი ზურაბიშვილიც და ნაცაქტორებიც სამარცხვინოდ გაჩუმდებიან.


ფრანგული კანონპროექტი იმაზე უფრო ხისტია, ვიდრე "ხალხის ძალის" მიერ შემოთავაზებული ამერიკული და ქართული ვარიანტები.


საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრებმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან ბრძოლაზეა მიმართული.


ინიციატივა ითვალისწინებს ოთხწლიან სასამართლო პროცესს, რაც დაზვერვის სამსახურებს საშუალებას მისცემს, გამოიყენონ ალგორითმული თვალთვალის ტექნიკა, რომელიც ამჟამად მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლისთვის გამოიყენება. ეს ღონისძიება თავდაპირველად მკაცრად გააკრიტიკეს მემარცხენე პარტიებმა, რომლებიც შიშობდნენ, რომ ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს ინდივიდუალურ თავისუფლებებზე.


დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს „უცხო აქტორის ინტერესებში მოქმედი წარმომადგენლების“ რეესტრის შექმნას, რომელსაც „საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანო“ (HATVP) გააკონტროლებს. რეესტრში მოხვდებიან ლობისტები, კომუნიკატორები და თანხების შემგროვებლები, რომლებიც მთავრობების, სახელმწიფო კომპანიებისა და უცხოური პოლიტიკური პარტიების სახელით მოქმედებენ.

მაისში ამ ინიციატივას საფრანგეთის სენატი განიხილავს" - წერს გია აბაშიძე.