გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან ნიკოლეიშვილი: მაინტერესებს იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად

28-03-2024

„შეიძლება ყველაფერზე უფრო არა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად!“-წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


ექსპერტის თქმით, ჩნდება კითხვა მართლაც ასეთ სასწაულებს ახდენენ კლინიკა "ვივამედში", თუ საერთაშორისო თაღლითობასთან ერთად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ბოროტმოქმედებასთანაც გვქონდა საქმე?!


„შეიძლება ყველაფერზე უფრო არა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად! როგორც მახსოვს გარდა იმისა, რომ საავადმყოფოში დედისა და უამრავი მნახველის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ დამნაშავეზე გვითხრეს, რამდენიმე უკურნებელი სენისა და წამების მსხვერპლიც იყო, მისი სიცოცხლეც ბეწვზე ეკიდა. ლოგიკურად ჩნდება კითხვა მართლაც ასეთ სასწაულებს ახდენენ კლინიკა "ვივამედში", რომლის ექიმების პროფესიონალიზმში მე პირადად ეჭვიც არ მეპარება თუ საერთაშორისო თაღლითობასთან ერთად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ბოროტმოქმედებასთანაც გვქონდა საქმე?!“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.