გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა

28-03-2024

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა  მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ".


საქართველოს პარლამენთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტის მიღების შედეგად ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 15 310 ჰა ფართობზე შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია, რომელსაც   მიენიჭება გურიის ეროვნული პარკის სტატუსი.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონპროექტის შექმნის პროცესში  გურიის ტერიტორიაზე ჩატარდა შესაბამისი კვლევები და მოხდა იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა  დაცული ტერიტორიების -  გურიის ეროვნული პარკის შექმნა.

 

ნინო თანდილაშვილის განცხადებით,  ეს იქნება პირველი ეროვნული პარკი გურიის ტერიტორიაზე და სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ ტერიტორიის ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას. მისივე განცხადებით, დაცული ტერიტორიის შექმნა არ შეუშლის ხელს ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციული საქმიანობის განხორციელებას და ხელს შეუწყობს გურიის რეგიონის განვითარებას.


„მეათე მოწვევის პარლამენტში ჩვენ არაერთი დაცული ტერიტორიის შექმნის საკითხს დავუჭირეთ მხარი, რამაც საერთო ჯამში 13%-ით გაზარდა ამ ტერიტორიების საერთო ფართობი. ჩვენი ენდემური ბიომრავალფეროვნების დაცვის გარდა ეს ეხმარება რეგიონების  განვითარებას და შეიტანს ეკონომიკაში მეტ წილს. რაც მთავარია, დაცული ტერიტორიების სიკეთე და სარგებელი კარგად გაიგო ჩვენმა მოსახლეობამ", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.


კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.