გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოზარ სუბარი: პროპაგანდას პროპაგანდით უნდა ებრძოლო, მაგრამ როცა აბსოლუტურად მიუღებელი ღირებულებები კანონდება, იმას უკვე კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირო

28-03-2024

„15 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რაღაც ბრძანება გამოიცემოდა, რომელიც აკრძალავდა იმას, რომ დედას „დედა“ უწოდონ და მამას - „მამა“, - ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.


სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ როცა მიუღებელ ღირებულებებს სხვა ძალა კანონმდებლობით აკანონებს, მას პასუხად კანონივე უნდა დაუპირისპირო.


„მართალია, ეს აკრძალვა ჯერ მხოლოდ მათ თანამშრომლებზე მოქმედებს, მაგრამ კარგად ვიცით ის, რომ როცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რაღაც რეგულაციას იღებს, ის ძალიან მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდება.


რა თქმა უნდა, პროპაგანდას პროპაგანდით უნდა ებრძოლო, მაგრამ როცა კანონმდებლობის დონეზე კანონდება ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი ღირებულებები, იმას უკვე კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირო“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.