გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მოსამართლე გიორგი ებანოიძე: არასოდეს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ვეტინგის მომხრე ვარ, პირიქით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებს სცილდება, მიუღებელია

28-03-2024

„არასოდეს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ე.წ. ვეტინგის მომხრე ვარ და იგივე აზრზე ვარ ამჟამადაც“-ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძე სოციალურ ქსელში წერს.


მოსამართლე ებანოიძე „ნეტგაზეთის“ მიერ გამოქვეყნებულ იმ სტატიას გამოეხმაურა, სადაც მოსამართლეები აფასებენ ევრორეკომენდაციას, რომელიც სასამართლო სისტემაში საკვანძო თანამდებობებზე განწესებულ პირთა კეთილსინდისიერების ხელახლა შემოწმების მექანიზმს გულისხმობს.


გიორგი ებანოიძე აღნიშნავს, რომ მისი კომენტარის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, რის გამოც კიდევ ერთხელ განმარტავს, მას არასდროს უთქვამს, რომ ე.წ. ვეტინგის მომხრე ყოფილიყოს.


მისივე თქმით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებს სცილდება, მისთვის, როგორც მოსამართლისთვის, მიუღებელია.


„სამწუხაროდ, ჩემი კომენტარის შეგნებულად არასწორად ინტერპრეტაციის გამო, აქაც დავწერ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გავაკეთებ. არასოდეს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ე.წ. ვეტინგის მომხრე ვარ და იგივე აზრზე ვარ ამჟამადაც. პირიქით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებს სცილდება, ჩემთვის, როგორც მოსამართლისთვის მიუღებელია“-წერს მოსამართლე გიორგი ებანოიძე.