გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ხაზარაძის პარტიის წარმომადგენელი თაზო დათუნაშვილი UEFA-ს პოზიტიურმა სტატიამ გააღიზიანა

28-03-2024

მამუკა ხაზარაძის პარტია "ლელოს" წარმომადგენელი, თაზო დათუნაშვილი, UEFA-ს მიერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესახებ გამოქვეყნებულმა პოზიტიურმა სტატიამ გააღიზიანა.


"იმედის" გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც აღნიშნულია, რომ "ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, საქართველოს ამბიციური ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან წლების განმავლობაში ფეხბურთის განვითარების, დაგეგმვისა და ინოვაციების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების კულმინაციაა", დათუნაშვილმა კომენტარის სახით გამოხატა უკმაყოფილება.


"ამბიციური და თავხედი დაგავიწყდათ, თავხედი 🤣🤣

🤣 მართლა საღორე ხართ !!! ოქროს ბიჭების და სანიოლის დამსახურება რო კობიაშვილ დუპლეტს გინდათ მიაწეროთ. კიდევ მამუკა მდინარაძის და ანრი-გენრი ოხანაშვილის დამსახურებაც ხო არაა ? 🤦🏻‍♂️" - წერს თაზო დათუნაშვილი.