გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზუგდიდში დღეს ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება

5-10-2018

ზუგდიდის სკეიტ პარკში დღეს, 16:00 საათზე, ახალგაზრდული ფესტივალი - „თანატოლები თანასწორებისთვის“ გაიმართება. ღონისძიების მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდა. ფესტივალის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა  შემეცნებით-გასართობი ღონისძიებება.

ფესტივალი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და ასოციაცია "ათინათის" პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში  და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიების სპონსორები და პარტნიორები არიან:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია;

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლაზიკა კაპიტალი’’;

რადიო "ათინათი";

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი;

APM/Terminals- ფოთის პორტი;

საკანცელარიო მაღაზია ,,პილოტი“. 




radioatinati.ge