გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ლატარია: გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ

28-03-2024

გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.... მართლა მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.


ლატარიას თქმით, გვარამიას პროკურორობის დროს მძიმე პერიოდი ჰქონდათ ახალგაზრდებს, რადგან პროკურატურის მკაცრი მითითების საფუძველზე, ყველანი მიდიოდნენ ციხეში, ასევე ყველაზე მეტმა ახალგაზრდამ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით.


„ეს არის ფაქტები..

გვარამიას პროკურორობის დროს:

- საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი პატიმარი გვყავდა..

- საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი თიინ-ეიჯერი მოხვდა ციხეში, მარიხუანის მხოლოდ და მხოლოდ გასინჯვისთვის.

- საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი ტელევიზია იქნა დარბეული.

- საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი ბიზნესი იქნა ჩამორთმეული.

- საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მძიმე პერიოდი ჰქონდა ყველა ახალგაზრდას, ქუჩაში გასვლის ეშინოდათ, რადგანაც პროკურატურის მკაცრი მითითების საფუძველზე, ყველანი მიდიოდნენ - ციხეში.. ყველანი...

აი ამ ყველაფრის შემდეგ, ის ახალგაზრდები მაინტერესებს, რომლებიც გვარამიას გვერდით დგანან დღეს და ლიბერალიზმზე აქვთ პრეტენზია.

გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს....

მართლა მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ - გვარამია არის ჩვეულებრივი დიქტატორი, რომელსაც შეუძლია დასისხლიანებული თვალების გამოც კი 16 , 17 წლის მოზარდი ჩასვას ციხეში მინიმუმ 10 წლით....


ეს ყველაფერი არის ფაქტები რაც მე დავწერე და თუ რომელიმე სიტყვაში არის ერთი პროცენტი მაინც სიცრუე - მზად ვარ ბოდიში მოვიხადო..

და ყველაზე საშინელი სტატისტიკა რასაც ყოველთვის ვერიდები აღვნიშნო...


გვარამიას პროკურორობის დროს, ყველაზე მეტმა ახალგაზრდამ დაასრულა სიცოცხლე - თვითმკვლელობით!!! და ეს გვარამია დღეს ბედავს და ხმას იღებს? ეს გვარამია? და ამ გვარამიას იცავს ვინმე?“- წერს ლატარია.