გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

29-03-2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდა.


გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში ესტონეთის წვლილზე გაამახვილა ყურადღება.


განსაკუთრებით აღინიშნა კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით სხვადასხვა ფორმატში წარმატებული თანამშრომლობა. მხარეებმა საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობისა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს.