გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სააკაშვილი უნიკალური მოვლენაა თანამედროვე სამყაროში-ხუხაშვილი

6-12-2017

„იანუკოვიჩის შემდეგ სისტემა უკრაინაში არ შეცვლილა. უკრაინის შიდა პოლიტიკაში მთავარი გამოწვევა იყო კორუფცია და არაფერი არ შეცვლილა ამ მიმართულებით და ეს იყო ახლანდელი ხელისუფლების სრული ფიასკო,“-ამის შესახებ განცხადება ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „არჩევანის" სტუდიაში გააკეთა.

მისი თქმით მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა პროცესის აგორება. ხელისუფლებამ კი  ცუდსა და უარეს შორის გააკეთა არჩევანი და გადავიდა კონტრშეტევაზე, რათა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ რაღაც შეთქმულება მზადდებოდა.

„სააკაშვილი უნიკალური მოვლენაა თანამედროვე სამყაროში და მას აქვს ძალიან კარგი ალღო. მრავალთვიანი საპროტესტო მოქმედებების მიუხედავად მან ვერ შეძლო დიდი საპროტესტო ტალღის აგორება. ანუ ის ძლევამოსილ გმირად  ვერ წარმოჩინდა. შესაბამისად, მან ამ ყველაფერში დაინახა გარკვეულწილად შესაძლებლობა და წამებულის მანტია მოსხმულის პოზიციიდან დაიწყო მოქმედებები და საკმაოდ წარმატებით ახერხებს,“-განაცხადა ხუხაშვილმა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, უკრაინული გაგებით სააკაშვილი გმირია. 

"სააკაშვილმა ასწავლა რაღაც პოროშენკოს და ახლა ცდილობს მოსწავლე რომ ეს იარაღი გამოიყენოს მასწავლებლის წინააღმდეგ"-აღნიშნა ხუხაშვილმა. 

გია ხუხაშვილმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა დღევანდელი განცხადებების გამო და აღნიშნა, რომ მთავრობის წევრები ვიღაც უშტატო თანამშრომელის დაგზავნილ სიბრიყვეს იმეორებენ.

წყარო: "გურიის მოამბე"