გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერი: ღირსების ორდენის კანდიდატებს შორის წარვადგინეთ ფედერაციის ხელმძღვანელობა და უეფა-ს მხრიდან მათი განსაკუთრებული წვლილის დაფასება აბსოლუტურად ლოგიკურია

29-03-2024

აბსოლუტურად მართებულია უეფა-ს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გამარჯვება წლების განმავლობაში შეიქმნა და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის სათავეში იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, უეფა-ს მხრიდან ფედერაციის განსაკუთრებული წვლილის დაფასება არის აბსოლუტურად ლოგიკური.


„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება არის ნაკრების ბიჭების დამსახურება, ნაკრების წევრების, ფეხბურთელების. სწორედ მათ მოიგეს პრინციპული თამაში 26 მარტს. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მართებულია უეფა-ს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გამარჯვება წლების განმავლობაში შეიქმნა და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის სათავეში იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. სწორედ ამის გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება ნაკრების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე, რა თქმა უნდა, ღირსების ორდენის კანდიდატებს შორის ჩვენ წარვადგინეთ ფედერაციის ხელმძღვანელობაც, პირადად ლევან კობიაშვილი, ფედერაციის პრეზიდენტი, მისი კოლეგები; გენერალური მდივანი, დათო მუჯირი, პირველი ვიცე პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტები. ამ წლების განმავლობაში აკეთებდნენ ყველაფერს იმისათვის, რომ შექმნილიყო განსაკუთრებული ისტორიული გამარჯვება, რასაც ჩვენ 26 მარტს მივაღწიეთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ფედერაციას სჭირდება დაფასება და უეფა-ს მხრიდან ფედერაციის განსაკუთრებული წვლილის დაფასება არის აბსოლუტურად ლოგიკური", - განაცხადა პრემიერმა.