გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული საზოგადოების, განსაკუთრებით, შესაბამისი დარგის წარმომადგენლების ფართო ჩართულობით

29-03-2024

გამჭვირვალობას და გახსნილობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული საზოგადოების ფართო ჩართულობით, განსაკუთრებით შესაბამისი დარგის წარმომადგენლების ფართო ჩართულობით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.


მისივე თქმით, დღეს, სტუდენტებთან გამართული შეხვედრა არის ამის ერთ-ერთი მაგალითი.


„დღევანდელი შეხვედრაც არის ამის ერთ-ერთი მაგალითი, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ემსახურება სტუდენტების, კურსდამთავრებულების ინტერესებს და აქაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე ეს გადაწყვეტილება მიიღება, პირველ რიგში, სწორედ მათთან გავიაროთ კონსულტაციები, იმ ადამიანებთან, რომლებსაც უნდა შეეხოს ჩვენი გადაწყვეტილება. ეს არის ჩემი მოწოდება ყველა მინისტრის, თუ საჯარო ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის მიმართ,"- აღნიშნა პრემიერმა.