გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოს არა მხოლოდ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მიზანი აქვს, არამედ - აფხაზებისა და ოსებისაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტად დავცილდებით ერთმანეთს

29-03-2024

„EPP-ის (რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტია ევროკავშირში) ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ არასამთავრობო სექტორის გარკვეული ნაწილი არაკეთილსინდისიერად იქცევა და შიდა პოლიტიკას გარე დაფინანსების საშუალებით ქმნის. ჩვენთანაც ეს ხდება - ქართული პოლიტიკის ფორმირებას უცხოური კუპიურებით ცდილობენ“, - ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.


დიმიტრი ხუნდაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი ცდილობს ქართული პოლიტიკა უცხოური ძალების მიერ იმართოს, რაც საქართველოს სახელმწიფოს აზიანებს.


„ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებებიც თურმე სადღაც, უცხოეთში უნდა განიხილონ, თუ საჭიროა, საქართველო თურმე ომშიც უნდა ჩაერთოს და იმ სანქციებსაც დაექვემდებაროს, რაც მას დააზიანებს. ამ ფონზე კი ოპოზიცია 1000-ლარიან პენსიებს მოითხოვს, სიღარიბეს აკრიტიკებს და შობადობის დაბალ მაჩვენებელს „განიცდის“. კი, პრობლემები არსებობს, მაგრამ მაშინ გენახათ სიღარიბე და სიკვდილიანობა, მათი პოლიტიკით ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლში რომ გაეხვეოდა.


გახსოვთ ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებაც, რომლის თქმითაც, თურმე ცხელი ბომბების წვიმა ერჩივნა ქართულ ცაზე იმას, რომ საქართველოს სანქციებზე უარი ეთქვა. სწორედ ამ რადიკალებმა შემოიტანეს ემოციური თემები, რომ თურმე აფხაზეთსა და ცხინვალში ომით უნდა შევსულიყავით. ჩვენ კი ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ სამშვიდობო პოლიტიკა ერთადერთი გზაა ამ საკითხის გადასაწყვეტად. საქართველოს არა მხოლოდ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მიზანი აქვს, არამედ - აფხაზებისა და ოსებისაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტად დავცილდებით ერთმანეთს, როგორც ეს 2008 წლის ომში მოხდა, რომელიც გამოსაძიებელია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.