ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
მაკა ბოჭორიშვილი: პარტიის ქალთა ორგანიზაციის ყველა წევრს გილოცავთ წარმატებებს. თქვენმა საქმიანობამ დაადასტურა, რომ ორგანიზაციის შექმნა იყო ნამდვილად სწორი და წარმატებული პროექტი

30-03-2024

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე ორგანიზაციის წევრებს სიტყვით მიმართა. 

 

ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის წევრებს გაწეული საქმიანობისთვის და პარტიის გაძლიერებისთვის. 

 

„მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას იმისათვის, რომ ამ ორი წლის განმავლობაში თქვენი საქმიანობით პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" გააძლიერეთ. პარტიის ქალთა ორგანიზაციის ყველა წევრს გილოცავთ იმ წარმატებებს, რამაც ახალი ძალა და ენერგია შესძინა „ქართულ ოცნებას". თქვენმა საქმიანობამ დაადასტურა, რომ პარტიის ქალთა ორგანიზაციის შექმნა იყო ნამდვილად სწორი და წარმატებული პროექტი"-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.