გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ რამდენიმე „ენჯეოს“ წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა გაიგივდა მორალურ ტერორთან, ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა

30-03-2024

მედიაში ვეცნობი უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე ე.წ. ვეტინგის საკითხზე მოსამართლეთა მსჯელობის ამონარიდებს, რომელიც კიდევ უფრო მიმყარებს ბოლო პერიოდში ამ საკითხზე სხვადასხვა ჯგუფთან საუბრისას ჩამოყალიბებულ აზრს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


პარლამენტის თავმჯდომარე პატივისცემა გამოხატავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის და ქართველi მოსამართლეების მიმართ და აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეწყდეს უსამართლო თავდასხმები, რომლის მიზანიც, სასამართლოს რეპუტაციის შელახვასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოს დაზიანებაა.


,მედიაში ვეცნობი უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე ე.წ. ვეტინგის საკითხზე მოსამართლეთა მსჯელობის ამონარიდებს, რომელიც კიდევ უფრო მიმყარებს ბოლო პერიოდში ამ საკითხზე სხვადასხვა ჯგუფთან საუბრისას ჩამოყალიბებულ აზრს.


კიდევ ერთხელ მინდა, პატივისცემა დავუდასტურო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო ქადაგიძეს და ქართველ მოსამართლეებს.


სამწუხაროა, რომ, პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზნის მქონე რამდენიმე „ენჯეოს“ წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა დღეს გაიგივდა სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმასთან, მოსამართლეების მიმართ მტრულ რიტორიკასა და მათი ოჯახის წევრებზე მორალურ ტერორთან, ანუ ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა.


საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა შეწყდეს ეს უსამართლო თავდასხმები, რომლის მიზანიც, სასამართლოს რეპუტაციის შელახვასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოს დაზიანებაა“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.