გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ედიშერ გვენეტაძე: ე.წ. "ოპოების" საზღვარგარეთელი პატრონების მთავარ მიზანს წარმოადგენს ერთ-ერთი უმთავრესი სახელისუფლებო შტოს, ქართული სასამართლოს დისკრედიტაცია!

30-03-2024

სავსებით მართალია პარლამენტის თავმჯდომარე, რომ ქვეყანაში არსებულ ავაზაკთა შეტევის მთავარი მიზანი- საქართველოს სახელმწიფოა! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, რითაც ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ “რამდენიმე „ენჯეოს“ წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა გაიგივდა მორალურ ტერორთან, ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა”.


გვენეტაძის შეფასებით, არასამთავრობო სექტორს 2020 წლის არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება არ გამოუვიდათ, ახლა კი ტაქტიკა შეცვალეს და ცდილობენ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას.


“სავსებით მართალია პარლამენტის თავმჯდომარე, რომ ქვეყანაში არსებულ ავაზაკთა შეტევის მთავარი მიზანი- საქართველოს სახელმწიფოა!

მაგრამ აქვე გათვალისწინებული უნდა იქნას ის ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ ეს უსამშობლო, გაყიდულ, გადაგვარებულ ავაზაკთა ხროვა ამას აკეთებს, გარედან გარკვეული ძალების დაკვეთის საფასურად!


სტაჟიან ავაზაკებს, თაღლითებს და აფერისტებს

2020 წლის არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, არ გამოუვიდათ ენჯეოების მეშვეობით!

ამიტომაც ე.წ. ოპოების საზღვარგარეთელმა პატრონებმა ტაქტიკა შეცვალეს და ამჯერად მათი

დაკვეთის მთავარი მიზანს წარმოადგენს მოახლოებული არჩევნების მოლოდინში, სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი სახელისუფლებო შტოს-ქართული სასამართლოს და მოსამართლეთა დისკრედიტაცია!


შემდეგ სასამართლო სტრუქტურებში საკუთარი კადრების დანიშვნა და მომავალი ოქტომბრის ჩატარებული სამართლიანი არჩევნების!

სასამართლოს გზით გაყალბებულად გამოცხადება!


შემდეგ კი ავანტიურისტ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ხელით ყოველივე ამ საძაგლობის საბოლოო "გაპრავება"...


რათა "სამართლებრივი" საფუძველი შესძინონ, მომავალში გადამთიელთა მიერ მართულ და დაფინანსებულ დიდი ალბათობით შესაძლო სახელმწიფო გადატრიალებას!


აი ეს არის, მათი მამების ამ ნომრიან აგენტთა წინაშე დასმული მთავარი ამოცანა!” - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.